ეკა ხერხეულიძე: პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა დგება მთავარი, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა დგება მთავარი და ეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხია.

“მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას, კვლევებს. ის სერვისი, რაც აქ არსებობს, იმის ხარჯზე. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის. მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა ეს არ არის ის გზა, რისთვისაც მისი მცდელობა ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობა როდესაც ის კრიტიკულ ვითარებაში იყო, მე მესმის კარგად, რომ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება”, – ამბობს ხერხეულიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები