ალუდა ღუდუშაური: ერთი ხელით ვაკეთებდით საქმეს, მეორე ხელით ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს ვიგერიებდით
“ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ POLITICO-სთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
“ნაციონალურ მოძრაობას” არა თუ არ შეუწყვიტავს ქვეყნის საბოტაჟი, ქვეყნის წინსვლის შეფერხებისთვის ძალ-ღონის არდაშურება, არამედ ყოველდღიურად, უფრო და უფრო აქტიურობს იმისთვის, რომ როგორმე დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა. ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ის წერილი, რომელიც სააკაშვილმა გააგზავნა და ითხოვს, რომ ჩვენ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები.
ამიტომ, თქვენ როდესაც სვამთ კითხვას, რომ სად ვიყავით – ერთი ხელით ვაკეთებდით რა თქმა უნდა, საქმეს, ხოლო მეორე ხელით ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს ვიგერიებდით”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო გამოცემას, POLITICO-ს მისი ადვოკატებისა და თანაპარტიელების მეშვეობით წერილი გაუგზავნა. წერილში სააკაშვილი მის პატიმრობასა და მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევთათვის სანქციების დაწესება.