ვახტანგ მეგრელიშვილი: ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ, ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი გვაქვს
“ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ და, როგორც ჩანს, ამ კრიზისის ერთადერთი ამოცანა არის, პოლიტიკური წარმატებისთვის მიეღწიათ პარტიებს – კონკრეტულად, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდია.
„ერთი წელია, კრიზისში ვცხოვრობთ და, როგორც ჩანს, ამ კრიზისის ერთადერთი ამოცანა არის, პოლიტიკური წარმატებისთვის მიეღწიათ პარტიებს. კონკრეტულად „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს პარლამენტიც ამიტომ იყო პარალიზებული მთელი წლის განმავლობაში. ახლა მოჩვენებითი სიმშვიდის პერიოდი გვაქვს და ზოგმა შეწყვიტა ბოიკოტი. არ ვიცი, ამ პარლამენტის მუშაობა სრულფასოვნად აღდგება თუ – არა. ეჭვი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ კიდევ მოიფიქრებენ რამეს საჩხუბრად. მაგრამ ის, რომ ვიღაცები წყვეტენ შიმშილობას და ბოიკოტს, მაინც უფრო დადებით პროცესად მიმაჩნია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.