ლევან იოსელიანი: თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტზე, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს
“ბოიკოტი არ იძლევა არაფერს, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ჩამოშორებულია საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით, რაც პარლამენტის დეპუტატს გააჩნია”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ პარლამენტის წევრი დანიშნულებას არ ასრულებს, სხვა საქმიანობით უნდა დაკავდეს.
„ბოიკოტი არ იძლევა არაფერს, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ჩამოშორებულია საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით, რაც პარლამენტის დეპუტატს გააჩნია. ამიტომ, თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტზე, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს. თუ არის პარლამენტში, მაშინ კეთილი ინებოს და მიიღოს ყველა პროცესში მონაწილეობა. მერწმუნეთ, მეც არ მსიამოვნებს ბევრი რამის კეთება, მაგრამ ჩემი მანდატი მავალდებულებს, რომ ამ პროცესში ვიყო და მაქსიმალურად საჯარო გავხადო ყველაფერი, რაც პარლამენტში ხდება. თუ პარლამენტის წევრის დანიშნულებას არ ასრულებ, მაშინ უნდა წახვიდე და სხვა საქმით დაკავდე”, – განაცხადა იოსელიანმა.