შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა

“მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი როგორც გლდანის, ასევე, რუსთავის დაწესებულებაშიც სათანადო სამედიცინო დახმარებას იღებდა.

“იმ 50 დღის განმავლობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მე-12 და შემდეგ მე-18 დაწესებულებაში გაატარა, არ ყოფილა არცერთი წუთი, როცა მას არ მიეღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში ყოფნას თუ მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის მიდგომა, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც გაწირა მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის დეპუტატებს წირავდა, ვინც მის გამო შიმშილობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი საკითხი იყო ამ გადაწყვეტილების”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები