ირაკლი კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ემხრობიან იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს თავს ღიად ესხმოდა

“ყველამ ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ უჭერენ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს თავს ღიად ესხმოდა, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებს, ესაა „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ არასამთავრობო სექტორის აქცენტების შეფასებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ მთელი თავისი არსებობის მანძილზე გამოირჩეოდა იმით, რომ პირდაპირ უპირისპირდებოდა არა მხოლოდ დასავლურ ინსტიტუტებს, არამედ – ყველა იმ ღირებულებას, რასაც ეფუძნება დასავლური სამყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები