დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონი საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს, ჯეიმს ულინს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსთან, ჯეიმს ულინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს , სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.