პატიმრების წამებაში ბრალდებულ “ქილერას” სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ორი სახელმწიფო ჯილდო გადასცა

პატიმრების წამებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს მიხეილ სააკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ორი სახელმწიფო ჯილდო გადასცა.

ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ მეგის ქარდავასთან ერთად, ღირსების სასტიკ დანაშაულებში მხილებული და ქარდავას უცვლელი თანამზრახველი ალექსანდრე მუხაძე მაშინდელმა პრეზიდენტმა, ამჟამად მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს  სამსახურებივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა” იმ დროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის პოსტს იკავებდა.

ეს “ქილერას” ერთადერთი ჯილდო არ არის. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, პატიმრების წამებაში ბრალდებულმა მუხაძემ, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის პრეზიდენტისგან მიიღო. აღნიშნული ორდენი 2012 წლის მაისით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე  ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები