შეიძლება ინსტიქტურად დაეჭირა – ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის ბულინგში ღიად მონაწილეობს

სოციალურ ქსელში ე. წ “ივენთი” ანუ ღონისძიება გამოჩნდა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, დღეს, 19:00 საათზე შეუერთდეს ღონისძიებას “გადაიყვანეთ ირაკლი კობახიძე”.

აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი  “სირცხვილიას” აქტივისტი მარიამ გეგუჩაძეა. კომენტარების მიხედვით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძის გადაყვანას ითხოვენ სადმე შორს, მაგალითად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.  ღონისძიების აღწერილობაში კი ვკითხულობთ:

“სამოქალაქო საზოგადოება ვითხოვთ, შეიქმნას კონსილიუმი, შეფასდეს კობახიძის მდგომარეობა.
რის შემდეგაც ის გადაყვანილი უნდა იყოს, შესაბამის დაწესებულებაში. ან უბრალოდ სადმე – ჩვენგან შორს შეგიძლიათ წაიყვანოთ.”

საინტერესოა რატომ დაინტერესდა ამ ღონისძიებით საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია , 

რადგან კომენტარები, რომელსაც ამ “ივენთის” ქვეშ ვკითხულობთ, ნამდვილად არ არის ისეთი შინაარსის, რაც სახალხო დამცველისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო.

ამის გასარკვევად, “აიპრესმა”  გადაწყვიტა ომბუდსმენის ოფისისთვის მიემართა და ნინო ლომჯარიასთვის ეკითხა, ნამდვილად აპირებს თუ არა ამ შინაარსის ღონისძიებას შეუერთდეს.

კითხვები გახლდათ შემდეგი შინაარსის:

1. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ირაკლი კობახიძის ფსიქიატრიულში გადაყვანის ღობისძიებას?

 

ომბუდსმენს დამადასტურებელი სქრინებიც გაეგზავნა:

 

 

სახალხო დამცველის აპარატში “აიპრესს” უპასუხეს, რომ ნინო ლომჯარია არ უერთდება აღნიშნულ ღონისძიებას. კითხვაზე, რას მიანიშნებდა მისი დაინტერესება, რაც მიწოდებულ სქრინზე ჩანდა, პასუხად მიიღეს, რომ “შესაძლოა მას თითი დაეჭირა ინსტიქტურად” და “მხარს არ უჭერს ნამდვილად”

ამის შემდეგ მათ  “აიპრესს” ომბუდსმენის ოფისმა  სქრინი გაუგზავნა, სადაც უკვე ნამდვილად აღარ იყო სახალხო დამცველის დაინტერესება ირაკლი კობახიძის სადმე შორს, მაგალითად ფსიქიატრიულში გადაყვანის მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები