ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი წერს, რომ 7 აგვისტოს იმყოფებოდა გორში, ომამადე ერთი დღით ადრე, ანუ აღიარებს, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს

ერთი შეხედვით ამ ჩვეულებრივ, პროპაგანდისტულ ფეისბუქპოსტში იმდენად ბევრი სკანდალური ფაქტი აღიარა პატიმარმა სააკაშვილმა, რომ როგორც მინიმუმ, ამ ყველაფერს საქართველოში და არა მხოლოდ, პოლიტიკური შეფასება სჭირდება. ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ექსპრეზიდენტი ფაქტობრივად აღიარებს, რომ  აგვისტოს ომი 8 აგვისტოს დაიწყო.
“სააკაშვილი წერს, რომ 7 აგვისტოს იმყოფებოდა გორში, ომამადე ერთი დღით ადრე. ანუ აღიარებს, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს. და თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, ეს ხალხი როგორ დაიჭრა? ან თუ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, მთელი “ნაცმოძრაობა” რატომ გაჰკიოდა, ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა და სწორედ ამ დღეს უნდა მივაგოთ პატივი გმირებს საფლავზე გასვლითო? იქნებ კითხოთ ბელადის შნირებს, რომელ რიცხვში დაიწყო ომი? იქნებ ისიც კითხოთ ბელადის შნირებს, განსაკუთრებით კანდელაკს, რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება სწორედ საქართველოს დააბრალეს?”,- წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები