ნიკა გვარამია: გორის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ინციდენტების და ექსცესების გარეშე

ექსპრეზიდენტის, მიხეილ მიხელ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

„გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ერთგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რაც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ხვალიდან უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით. ადვოკატების ვიზიტები გასაგებია, რომ შეუზღუდავია, მაგრამ გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და აქ უკვე ჯანდაცვის სამინისტროა წამყვანი უწყება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები