მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ, გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაჰყავთ.

პენიტენციური დაწესებულება ორმა რეანიმობილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა, მას წინ სასჯელაღსრულების დაწესებულების ავტომობილი მიუძღვის, ასევე რეანომობილებს ახლავს საპატრულო ეკიპაჟი.

სავარაუდოდ, გადაყვანის პროცესში, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიშშიძეც მონაწილეობს.ტერიტორიაზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები