გიორგი ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„შევწყვიტე. თავისუფლება მიშას! თავისუფლება საქართველოს! ბრძოლა გრძელდება ბოლომდე – ქართველი ხალხის გამარჯვებამდე!“ – წერს გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები