სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, – ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები გორის ჰოსპიტალთან აქციებს არ გამართავენ, თუმცა საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში გაგრძელდება.
“არცერთი ჩვენთაგანი, სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი, ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ. აი, ასე, მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ სისტემას. დესტაბილიზაცია არ შედის ჩვენს ინტერესში. ჩვენ მარტო არ ვართ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენ გვერდით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა.