მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მანვე, ის მოთხოვნა გააჟღერა, რის შესრულებასაც ექსპრეზიდენტი ითხოვს.
„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და ე.წ. შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.