ვიოლა ფონ კრამონი: მოხარული ვარ, რომ ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, ახლა ჯერი სააკაშვილზეა

EPRS / DG EXPO Experts Workshop ' EU Civil Society instrument for Western Balkans, Turkey and the Eastern Partnership '

მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერ”-ზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მე ძალიან ვღელავდი ხოშტარიას ჯანმრთელობის გამო, ახლა ჯერი ბატონ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს.

საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, რომ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები