ეკა ტიკარაძე: სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში განსაკუთრებული პალატა მოეწყო

“მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში განსაკუთრებული პალატა მოეწყო”, – ამის შესახებ გორში სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ განუცხადა.

“მისი უსაფრთხოება დაცული და უზრუნველყოფილი იქნება. მისთვის გორის ჰოსპიტალში მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება ჰოსპიტლის დახურვის საკითხს, ჰოსპიტალი სხვა პაციენტებისთვის არ დაიკეტება”, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს ამ მოცემულობით რეანიმაციული მკურნალობა არ სჭირდება და იმედი გამოთქვა, რომ არც დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები