ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაჰყავთ

მოძრაობა “დროას” ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ.

ისინი 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ “დროას” ლიდერს რეაბილიტაციისთვის “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანენ.

ელენე ხოშტარიამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

თავად მიხეილ სააკაშვილის პასუხი და გადაწყვეტილება შეთავაზებაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები