რომან გოცირიძე: გორის ჰოსპიტალი არის კარგი რეპუტაციის, ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება

“მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზება კომპრომისული გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გორის ჰოსპიტალი იქნება კარგი გამოსავალი ამ კრიზისის განმუხტვისთვის.

“მიხეილ სააკაშვილის პასუხი იქნება, ალბათ, მალე და პასუხი იქნება დამოკიდებული ექიმების რჩევაზე. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ექიმებმა. თავისთავად, შემოთავაზება არ არის ცუდი, ეს არის, ჩემი აზრით, კომპრომისული გადაწყვეტილება. გორის სამხედრო ჰოსპიტალი ეს არის ნახევრად სამოქალაქო ჰოსპიტალი, იქ მკურნალობენ სამოქალაქო პირები, სამხედრო პირები. არის კარგი რეპუტაციის, თუმცა, ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ იქ არის ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ გარკვეული პრობლემები და თუ ეს ხარვეზები მოგვარებადია და ამ დასკვნას გასცემენ ექიმები, მაშინ გორის ჰოსპიტალი იქნება კარგი გამოსავალი ამ კრიზისის განმუხტვისთვის.

ეს აქციები რომ არ ყოფილიყო, დღეს იქნებოდა შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის ამ ჰოსპიტალში გადაყვანისა?!”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები