ნიკა გვარამია: დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას

“დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს გლდანის ციხესთან განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც ყველა მხარდამჭერი, ისიც ელოდება ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

“დამირეკეს სასჯელაღსრულებიდან და მთხოვეს მოსვლა უკრაინის წარმომადგენელთან ერთად. დანარჩენი, როგორ განვითარდება მოვლენები, დაველოდოთ. რაც შეეხება გორის ჰოსპიტლის საკითხს, მე ამაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ, დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები