ბადრი ჯაფარიძე: როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, “ლელო” შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს

“როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ჩვენ, “ლელო საქართველოსთვის ” შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო.

“რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები