მიხეილ სარჯველაძე: გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს

“დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, გორის ჰოსპიტალი, სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია.

„ჩემთვის ასეთი მიზეზის მოფიქრება წარმოუდგენელია. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? – ჯანდაცვის სერვისებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს. დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალს აქვს ნორმალური პირობები. სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია. ყველა თვალსაზრისით დაბალანსებული გადაწყვეტილებაა მიღებული. რეალისტური რისკებია, რომელთა მიმართ გამკლავების კონკრეტული გეგმაა და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები