გიგი უგულავა: ერთი წუთით არ შევწყვეტთ ბრძოლას სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებისთვის

“ერთი წუთით არ შევწყვეტთ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის საბოლოო გათავისუფლებისთვის”,– ამის შესახებ ოპოზიციონერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის წინ აქციაზე განაცხადა.

“ამიტომ, მეგობრებო, ჩვენი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ჩვენი ბრძოლაა რიგგარეშე პროპორციული არჩევნებისთვის, როგორც ერთადერთი შესაძლებლობა, რომლითაც ეს ქვეყანა თავისუფლებას და დემოკრატიას უნდა დაუბრუნდეს, რომლითაც აღარ იქნებიან ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომლითაც ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გადააგდებს ბატონყმობას, ერთპარტიულ დიქტატურას, ერთპიროვნულ დიქტატურას და დაამყარებს ნამდვილს დემოკრატიას, სადაც სასამართლო იქნება თქვენი მსახური. გაგვიჭირდა ხომ ვნახეთ, რომ ერთადერთი რამაც იმუშავა, სახალხო დამცველი იყო და მინდა, მადლობა ვუთხრა მას. ბევრი თქვენგანი შეიძლება, ამას არ მოელოდა, მაგრამ ამ ერთმა პატარა გოგომ მთელი ეს მალქურთების ხროვა ამოაყირავა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები