ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

“გორის კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა არის ერთადერთი გამოსავალი და ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის”, – ამის შესახებ მოძრაობა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის ბრძოლას აგრძელებს სხვა ცივილური მეთოდებით.

“ჩემი შიმშილობის ყველა ეტაპზე ჩემი პოზიცია იყო სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. გუშინ ეს დადგა რისკის ქვეშ. გორის კლინიკაში მისი გადაყვანა არის ერთადერთი გამოსავალი და ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. გავაგრძელებ ბრძოლას, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე”, – განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები