დიმიტრი ხუნდაძე: შერჩეულია კლინიკა, რომელსაც აქვს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები და აღჭურვილია უახლოესი აპარატურით

“მოშიმშილეებსა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მივეცით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ, თავიანთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გონივრული, რადგან შერჩეულია კლინიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით.

„მოშიმშილეებსა და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მივეცით, რომ შიმშილობა შეწყვიტონ, თავიანთ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და დაიცვან საზოგადოებაში უსაფუძვლო, ზედმეტი, ზიანის მომტანი აურზაური და დაძაბულობა. გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გონივრული, რადგან შერჩეულია კლინიკა, რომელსაც აქვს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობები და აღჭურვილია უახლოესი აპარატურით. იქ მაქსიმალურად იქნება ყველაფერი, რაც შეიძლება, მოთხოვნადი იყოს ასეთი პაციენტისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები