სერგეენკო მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდებს – “ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არამედ მათზე ზრუნვაცაა, ვინც პროტესტს გამოხატავდა იმით, რომ სააკაშვილი სხვა კლინიკაში არ გადადიოდა”

გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, დიდი გამოცდილებით, – ასე აფასებს იუსტიციის სამინისტროს განცხადებას მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების ამოცანაა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ – იმ ადამიანებზეც, რომლების პროტესტის ფორმად შიმშილობას მიმართავენ.

„გორის ჰოსპიტალის გადაწყვეტილება მისასალმებელია და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთავაზება გაკეთდა. გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, დიდი გამოცდილებით. გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, არამედ სხვა ადამიანებზეც, ვინც თავის პროტესტს გამოხატავდა იმით, რომ სააკაშვილი სხვა კლინიკაში არ გადადიოდა. ვინც შიმშილობს, მინდა, ვთხოვო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ამის გარანტიაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილს როგორც აქამდე, ასევე მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება გორის ჰოსპიტალში. მას ექნება ადეკვატური მოვლა და ამაზე ჩვენი ექიმები და სამედიცინო პერსონალი იზრუნებენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები