მიხეილ სარჯველაძე: ობიექტური მიზეზი არ არსებობს, რომლის გამოც შეიძლება, არ აღმოჩნდეს მისაღები ეს წინადადება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა

“ცალსახად გონივრული და სწორი გადაწყვეტილება, რომ ისეთი ვარიანტის შეთავაზება მოხდეს”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის სამინისტროს განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რაც მნიშვნელოვანზე უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, გახლავთ, რომ ეს არის ცალსახად გონივრული და სწორი გადაწყვეტილება, რომ ისეთი ვარიანტის შეთავაზება მოხდეს, რომელიც ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა რისკს აგვარებს.

შესაბამისად, ეს იქნება კლინიკა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყველა სამედიცინო რისკების პრაქტიკულად დაზღვევა და მეორე მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების იდეალურად მართვა, რომელზეც ამ პერიოდის განმავლობაში საუბარი იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ფაქტორი იყო მხედველობაში მიღებული, თუმცა, ჩემთვის მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლდათ, რომ სხვა ადამიანების შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ობიექტური მიზეზი არ არსებობს, რომლის გამოც შეიძლება, არ აღმოჩნდეს მისაღები ეს წინადადება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა. ნამდვილად არ არის მიზეზი იმის თქმისთვის, რომ დაგვიანებულია ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები