გიორგი ვაშაძე: ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით

“ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით”, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყოს გადაყვანილი.

როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ ნაბიჯით ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებას ავარიდებთ.

“ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ამით, პირველ ყოვლისა, გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მეორე, ამ ნაბიჯით ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს საერთო სახალხო ბრძოლის საქმეა, რომლის შედეგები ჩვენს მონდომებაზე და აქტივობაზეა დამოკიდებული და მჯერა ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით”, – წერს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები