ნიკა მელია: დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილს, მისი პოზიცია იქნება სწორი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდება.

“ახლა ჩვენი მეგობრები არიან შესულები მიხეილ სააკაშვილთან, ჩვენ უნდა დაველოდოთ მის პასუხს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოზიცია იქნება სწორი და, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე ძვირფასია. ეს, პირველ ყოვლისა, ყველაზე კარგად მან იცის და ისიც იცის, რომ მისი სიცოცხლე დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან. ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა მელიამ,

მისივე გაცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის არაძალადობრივი ბრძოლის შედეგია.

“ამათ გორის ჰოსპიტალში გადაყვანა რომ სდომოდათ, რუსთავიდან გლდანში კი არ გადაიყვანდნენ, სადაც ელემენტარული სამკურნალო შესაძლებლობები არ არსებობს. თქვენმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს განცხადებებს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები