დავით კირკიტაძე: ხელისუფლების ეს ნაბიჯი გადადგმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ

“ხელისუფლების ეს ნაბიჯი გადაგდმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას.

მისი თქმით, როცა სააკაშვილი გლდანის ციხეს დატოვებს, მოშიმშილე დეპუტატებიც შეწყეტენ შიმშილობას.

“ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი გადაგდმულია პროცესების ნორმალიზაციისკენ. თუმცა, ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ. ხელისუფლება ნაჩვევია, რომ ერთ რამეს ამბობს და მერე არ ასრულებს. ასევე, რას იტყვიან მედიკოსები. რა თქმა უნდა, ჩვენი პირობა იქნება[დაცული], რომ ჰოსპიტალთან აქციები არ იქნება. რაც შეეხება ჩვენი შიმშილობის აქტს, ეს შეწყდება იმ წუთიდან, როცა მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი ნებით და ექიმების რეკომენდაციით, დატოვებს გლდანის ციხეს”, – განაცხადა კირკიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები