ბექა დავითულიანი – სააკაშვილზე: ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი

“იმედი მაქვს, ამ შეთავაზების შემდეგ, მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა- ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს არჩევანი, სად იმკურნალოს, არ აქვს, ის უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო სერვისებით ციხის დაწესებულებაშიც, მაგრამ მას ალტერნატივის სახით შესთავაზეს არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულება

„პენიტენციური დაწესებულება პატიმრის გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას ორი კომპონენტით იღებს, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. პენიტენციურმა სისტემამ განაცხადა, რომ ვინაიდან პატიმარი შიმშილობას არ წყვეტს ციხის დაწესებულებაში, ალტერნატივა საპატიმრო დაწესებულების მიღმა, სადაც უსაფრთხოება იქნება დაცული და ყველა პირობაა, არის მრავალპროფილური კლინიკა.

იმედი მაქვს, ამ შეთავაზების შემდეგ, მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს. სააკაშვილს არჩევანი, სად იმკურნალოს, არ აქვს, ის უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო სერვისებით ციხის დაწესებულებაშიც, მაგრამ მას ალტერნატივის სახით შესთავაზეს არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულება. ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი, ან თქვას, რომ ელენე ხოშტარიასა და მისი თანაგუნდელების ჯანმრთელობა, სიცოცხლე ემეტება, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები