ირაკლი კობახიძე: გორის ჰოსპიტალი არის ზუსტად ის დაწესებულება, სადაც აბსოლუტურად დაზღვეულები ვართ რისკებისგან

“მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების მიღებისას იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ამ შემთხვევაში, მოშიმშილეებზე მაქვს საუბარი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

კობახიძის განმარტებით, გორის ჰოსპიტალში ყველაზე მეტად იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება.

გორის ჰოსპიტალი არის ზუსტად ის დაწესებულება, სადაც აბსოლუტურად დაზღვეულები ვართ რისკებისგან. მათ შორის, პატიმრის უსაფრთხოება და ზოგადად უსაფრთხოება ყველაზე მეტად არის დაცული. მთავარი ამოსავალი წერტილი ამ გადაწყვეტილების მიღებისას იყო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ამ შემთხვევაში, მოშიმშილეებზე მაქვს საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები