პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან

საკანონდებლო ორგანოში მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
როგორც “ნაცმოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც მათთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახდება ცნობილი.

“შევწყვეტთ შიმშილობას მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილი, საკუთარი ნებითა და მისი მკურნალი ექიმების გადაწყვეტილებით, აღარ იქნება გლდანის ციხეში”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები