ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი გაბრაზებულია სტრასბურგის სასამართლოზე, რადგან მან დაახლოებით ასჯერ ამხილა მკვლელობაში, წამებაში, ბიზნესის რეკეტში

სააკაშვილი გაბრაზებულია სტრასბურგის სასამართლოზე ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ დაახლოებით ასჯერ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა სააკაშვილი მკვლელობაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, ბიზნესის რეკეტსა და უამრავ დანაშაულში, რაშიც არის ის მსჯავრდებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

„ეს ადამიანი საქართველოში შემოიპარა მაცივრით და იმის გარისკვაც კი არ უნდოდა, რომ ამის შემდეგ მოხვდებოდა ციხეში და დღეს უნდა, რომ რამენაირად გათავისუფლდეს იმ 6-წლიანი სასჯელისგან, რომელიც მას უკვე აქვს შეფარდებული. ეს არის სამარცხვინო ქმედება, როდესაც გარისკვაც არ გინდა და ელემენტარული კაცობა არ გაქვს. ჩვენი მოწოდებაა, რომ სააკაშვილმა შეასრულოს სტრასბურგის გადაწყვეტილება და ამით, რა თქმა უნდა, ბოლო მოეღება იმ უბედურებას, რაშიცაა საზოგადოება და რაც ყველასთვის მოსაბეზრებელია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები