უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანს ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაპატიმრებული საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

ასევე, საგარეო უწყება ცდილობს სააკაშვილთან უკრაინელი დიპლომატების ვიზიტის ორგანიზებას.

შესაბამისი კომენტარი უკრაინის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გაკეთდა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ შეშფოთებულნი არიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

“უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება, კერძოდ, გადაიყვანოს იგი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი დახმარების გასაწევად“, – ნათქვამია კომენტარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები