ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილის მიმართ უმწეობას ავლენენ, ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?!

ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოუწოდებს. ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ფეისბუქგვერდზე წერს.

“არ ვიცი, ხვდებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში”, რომ ამ მთელს ისტორიაში სადიტური მიდრეკილების გარდა სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს.

ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით, სახელმწიფო ვართ და რომ ჰკითხო, ჩვენ ძალოვნებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ.

გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა,” – წერს ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები