“მივმართავ გაერო-ს, სახალხო დამცველს, დიპკორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება” – მეგის ქარდავა მიმართვას ავრცელებს

საპატიმროში მყოფი, “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა მიმართვის წერილს ავრცელებს, სადაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება.

“ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება აღნიშნულთან დაკავშირებით.

მივმართავ გაერო-ს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს, გაერო-სთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში,” – წერს მეგის ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები