კელი დეგნანი – სააკაშვილზე: მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში

“ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარ არის საჭირო რაიმე დისკუსია ან დებატი”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ექსპრეზიდენტმა სათანადო მკურნალობა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მიიღოს.

“მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს ყველა სათანადო ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულია მას მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, რაღაც, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს.

მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. ამ საკითხის მიმართ არის დიდი ყურადღება ვაშინგტონში, ასევე, საქართველოს მეგობრების მხრიდან. უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობაზე გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები