პარლამენტმა ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა პარტია „გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ჰერმან საბომ პარლამენტში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჩაანაცვლა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხს ჰერმან საბოს სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შესახებ კენჭი უყარეს და 89 ხმით მხარი დაუჭირეს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა 16 ნოემბერს საკუთარი მოთხოვნის შემდეგ შეუწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები