კარლ ჰარცელი: გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომლებითაც ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით ქართველი მეცნიერების მობილობას ევროკავშირში

“გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომლებითაც ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით ქართველი მეცნიერების მობილობას ევროკავშირში, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ სფეროში თანამშრომლობა ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მეცნიერებათა აკადემიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ასევე ჩართულია საქართველოში მეცნიერების განვითარებაში.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. მე აქ პრეზიდენტმა მიმიწვია და ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ევროკავშირი ასევე ჩართულია საქართველოში მეცნიერების განვითარებაში. ეს არის ყველა საზოგადოების უკიდურესად მნიშვნელოვანი ხერხემალი. ძალიან მიშვნელოვანია მუშაობა აქ არსებულ საამაყო ტრადიციებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ მეცნიერების სხვადასხვა ასპექტს. ჩვენ ვმუშაობთ მეცნიერებაზე მრეწველობაში, ასევე გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომლებითაც ვიმედოვნებთ, რომ გავზრდით ქართველი მეცნიერების მობილობას ევროკავშირში, რათა უზრუნველყოთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ სფეროში თანამშრომლობა ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გაძლიერდეს. როდესაც საქმე ეხება საქართველოში მეცნიერებას, არის საუბრები, თუ როგორ უნდა მოხდეს სამეცნიერო საზოგადოების სტრუქტურის ჩამოყალიბება, რათა ის გახდეს თანამედროვე და სწორი მიმართულებით გააგრძელოს სვლა. დაახლოებით, სამი წლის წინ წვლილი შევიტანეთ განათლების სამინისტროსთან ერთად გარკვეული იდეებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგვიდგენია აკადემიისა და სხვა ინსტიტუტების სხვადასხვა როლი და ურთიერთობები ინდუსტრიასთან და ა.შ. ვიმედოვნებ, რომ ვიხილავთ ამ საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას მთავრობასთან, რათა ვიხილოთ, რომ მეცნიერებასთან დაკავშირებით არქიტექტურა ნელა, თუმცა მტკიცედ მიიწევს წინ კარგი მიმართულებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები