ირაკლი კობახიძე: ხოშტარიას მდგომარეობაზე პასუხისმგებელი სააკაშვილია, კაცობა რომ ჰქონდეს, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

„ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, კაცობის მიხეილ სააკაშვილსა არაფერი აქვს, ცხადია და მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო მმართველობაში და შემდეგი 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციაში. მას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს პასუხისმგებლობა გააცნობიეროს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები