ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილის მიმართ მოპყრობა მოხდება როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით მოხდება.

“მინდა, პირველ ყოვლისა, დავარწმუნო არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ მთელი საზოგადოება, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა იქნება როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით. შესაბამისად, აქ კითხვის ნიშნები არ იქნება. მას ექნება სასამართლოზე წარდგომის უფლება ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებით“, – განაცხადა სამხარაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები