გურამ მაჭარაშვილი: ოპონენტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ

მიხეილ სააკაშვილზე ხელისუფლება უფრო ზრუნავს, ვიდრე – მისი მომხრეები, რადგან აქციებითა და რადიკალური გამოსვლებით მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ

„სჯობს, იყოს ექიმების კონსულტაციები და გადაწყვეტილება ასე მიიღონ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოუწოდონ და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვონ, ამას არ აკეთებენ ან ნაკლებად აკეთებენ. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან ერთად, სააკაშვილის მიმართაც უნდა ჰქონდეთ მიმართვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები