ელენე ხოშტარიას პარლამენტში ეტლი მიუტანეს

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, რის გამოც მასთან ეტლი მიიტანეს.

ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, შიმშილობის მე-17 დღეს მინიმალურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

“იმ ფონზე, როცა ორგანიზმში მიმდინარეობდა ინტოქსიკაცია და მისი შენელება მოხერხდა მედიკამენტების გზით, ახლა ინტოქსიკაციის გაზრდა, თიამინის არმიღება ნევროლოგიურ გართულებებს გამოიწვევს”, – განაცხადა კალოიანმა.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია მე-17 დღეა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანის მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს. დეპუტატმა დღეს მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები