პაატა ბურჭულაძე: შიმშილის შეგრძნება არ მაქვს, მიშაზე ვნერვიულობ

“შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ კლინიკაში”, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მსოფლიო ბანის თქმით, თავს კარგად გრძნობს.

“თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი კარგად არის, მიშაზე ვნერვიულობ, ასევე, ელენე ხოშტარიაზე, რომელიც ძალიან ცუდად არის.
არ მაქვს შიმშილის შეგრძნება. შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ კლინიკაში. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ მიშას სიცოცხლე იყოს დაცული. როგორც კი გადაიყვანენ და დავრწმუნდები, რომ ის სათანადო კლინიკაშია და მის სიცოცხლეს მიხედავენ, იმ წუთში შევწყვეტ შიმშილობას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მე-4 დღეა, შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები