ბექა დავითულიანი: “ნაცმოძრაობა”, ადრე თუ გვიან, მეგის ქარდავასაც პოლიტპატიმარს დაარქმევს

საპარალამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, ადრე თუ გვიან, მეგის ქარდავასაც პოლიტპატიმრად შერაცხავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემა მეგის ქარდავასა და მუხაძისნაირ მანიაკებზე იდგა და ისევ ამ მანიაკების რეაბილიტაციისთვის უნდათ ხელისუფლებისა და ძალაუფლების მოპოვება. ნახავთ, ადრე თუ გვიან, მეგის ქარდავასაც პოლიტპატიმარს თუ არ დაარქმევს, აი, ეს პოლიტიკური პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რადგან მათი რეალური სახე არის მეგის ქარდავა“, – აღნიშნავს ბექა დავითულიანი.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი – ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები