“ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს რესპუბლიკის მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება.

მანამდე, საპროტესტო მსვლელობები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა გამართულიყო, თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა.

„ჩვენ 19 ნოემბერს დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია-მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა, შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა გუშინ ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები