იანინა სოკოლოვსკაია: სააკაშვილი, როგორც პერსონა უკრაინელებს არ აინტერესებთ

სააკაშვილი, როგორც პერსონა უკრაინელებს არ აინტერესებთ, ეს ჩვენი ინტრესების 27-ე პუნქტია. ხალხს არ სჯერა მისი შიმშილობის, მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, ვინმემ შეკითხვები დაუსვას პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა იანინა სოკოლოვსკაიამ განაცხადა.

„სააკაშვილზე სპეციალური განხილვები არ არის, მაგრამ ისტორიები მის შიმშილობასთან დაკავშირებით, რომ ცდილობს, კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, ეს ძალიან გვახსენებს იულია ტიმოშენკოს ამბავს, რომელიც ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ის ძალიან ავადმყოფია და ცდილობდა, კერძო კლინიკაში გადაეყვანათ.

ის იყო ქალბატონი ნაწნავით და ეს არის მამაკაცი, რომელიც ცდილობს ხელისუფლებას მისწვდეს. ჩვენთვის ამაში ახალი არაფერია.

ერთი ვარიანტი, თუ როგორ ჟღერს სააკაშვილი უკრაინულ მედიაში, ეს არის შედარება სააკაშვილის ტრიუკებისა ტიმოშენკოს ისტორიასთან“, – განაცხადა იანინა სოკოლოვსკაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები