გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა – “დამირეკეს და მითხრეს, რომ 9 საათზე აქ ვიყო”
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.
„ამ დაწესებულებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ 9 საათზე აქ ვიყო. საეჭვოც არაფერია, რომ ადამიანს კლავენ, ეს ვიცი ზუსტად, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში საათნახევარზე მეტია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან.