ექიმი რეანიმატოლოგი: სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა

პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმმა რეანიმატოლოგმა, გულიკო ქილიფთარმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განუცხადა.

„მე დღეს მის სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით, თუმცა მცირე რეანიმაციული მოქმედებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. უამრავი კვლევებია გაგზავნილი ლაბორატორიაში. აქედან არ წავალ სანამ ყველაფერი არ დასრულდება.

ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტთან ყოველდღე მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა“, – განმარტა ექიმმა.

მანამდე სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მან გონება დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები